ელიოტი პატარა ცხენია დიდი ოცნებებით, მას სურს გახდეს სანტას მარხილის ერთ–ერთი წევრი დიდ ირმებს შორის. მას მხოლოდ 3 დღე აქვს იმისათვის, რათა დაამტკიცოს, რომ ამის ღირსია
↧
ელიოტი: სანტას ყველაზე პატარა ირემი (ქართულად) / Elliot the Littlest Reindeer / elioti: santas yvelaze patara iremi (qartulad)
↧
ცხვარი შონი კინოში 2: ფერმაგედონი / Shaun the Sheep Movie: Farmageddon / cxvari shoni kinoshi 2 (Qartulad)
2015 წლის წარმატებული ანიმაციური ფილმის გაგრძელება ცხვარი შონის და მისი მეგობრების მხიარული თავგადასავლების შესახებ. ერთ დღეს გმირების მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მათ ფერმასთან ახლოს შორეული გალაქტიკიდან მოფრენილი უცხოპლანეტელების ხომალდიდან გასაოცარი შესაძლებლობების მქონე პატარა უცხოპლანეტელი ჩამოვარდება. ახლა, სანამ ბოროტი ორგანიზაცია მას ხელში ჩაიგდებს, ცბიერი შონი უცხოპლანეტური გართობის და თავგადასავლების მიზნით, საგალაქტიკათშორისო უცნაური პატარა სტუმარის სახლის მოსაძებნად და მის მშობლიურ პლანეტაზე დასაბრუნებლად საშიშ მისიაში მიდის. შეძლებენ შონი და მისი მეგობრები ფერმაში ფერმაგედონის თავიდან აცილებას და უცხოპლანეტელის თავის სახლში დაბრუნებას?
↧
↧
არქტიკული სამართლიანობა: რაზმი ჭექა-ქუხილი / Arctic Justice: Thunder Squad / arqtikuli samartlianoba (qartulad)
პოლარული მელა სვიტფი ამერიკის საფოსტო სამსახურში მუშაობს, მაგრამ ჰაკსის-კურიერების ელიტარული გუნდის წევრობაზე ოცნებობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ის ამის ღირსია, სვიფტი ერთ-ერთ მარხილს გაიტაცებს და იდუმალ პაკეტს იდუმალ ადგილას მიიტანს, სადაც საიდუმლო ციხე-სიმაგრეს აღმოაჩენს, რომელშიც ბოროტ გენიოს მორჟის ოტო ფონ ვოლრუსუს შეხვდება. მალე, სვიფტი გაიგებს, რომ ვოლრუსუ პოლარული ყინულის გადნობას აპირებს, რათა დატბორილი სამყარო მართოს. მთავარი გმირი მის მეგობრებს – თეთრ ინტრავერტ-დათვს, გადარეულ ალბატროს, შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილ ორ წავს და მექანიკოს-მელიას დასახმარებლად მიმართვს. მეგობრები ერთიანდებიან, რათა ოტო ფონ ვოლრუსუს ბოროტი გეგმებისგან მსოფლიო გადაარჩინონ.
↧
კონდორიტო: ფილმი (ქართულად) / Space Chicken / Condorito: La Película / kondorito: filmi (qartulad)
ერთ საღამოს კეთილი გულის მქონე მხიარული კონდორიტოს ლამაზი შეყვარებულის მკაცრ დედას ბოროტი უცხოპლანეტელები მოიტაცებენ. უცხოპლანეტელების საბოლოო მიზანია – მსოფლიოს დაპყრობა ძლევამოსილი ამულეტის დახმარებით. კონდორიტო პატარა ძმისწულთან ერთად მომხიბვლელ და მხიარულ კოსმოსურ მოგზაურობაში მიდის, რათა გადაარჩინოს თავისი სიყვარული და ამავე დროს მთელი პლანეტა
↧
სასტუმრო ტრანსილვანია 3: საზაფხულო არდადეგები (ქართულად) / Hotel Transylvania 3: Summer Vacation / sastumro transilvania 3: sazapxulo ardadegebi (qartulad)
გრაფი დრაკულა მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თავის ბნელ ციხე-სასტუმროს დატოვებს და გაემგზავრება მომხიბლველ კრუიზში მდიდრული ლაინერით - მონსტრი. მაგრამ როგორც კი ისინი დატოვებენ პორტს, ყველასთვის მოულოდნელად გრაფ დრაკულას გემის იდუმალი და ლამაზი კაპიტანი ერიკი შეუყვარდება. მამის ახალი ვნება ძალიან არ მოსწონს მის ქალიშვილს მევისის, და ის ნებისმიერ ფასად წყვილის დაშორებას გადაწყვეტს. გარდა ამისა, ერიკი აბრაამ ვან ჰელსინგის შთამომავალი აღმოჩდება – ყველა ვამპირის და მონსტრის დაუძინებელი მტერი
↧
↧
სმოლფუტი / SMALLFOOT (ქართულად)
იეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ გამოგონილი არსებები, რომლებზეც ადამიანები საუბრობენ, რეალურად არსებობენ...
↧
სუპერ მანქანები: ვილი (ქართულად) / Wheely / super manqanebi: vili (qartulad)
ვილი გასკეტ–სითის 3 გზის ჩემპიონია ქუჩის რბოლებში. ის ემზადება მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი ეტაპისთვის ...
↧
ბოსი ბავშვი: კვლავ სამსახურში (ქართულად) / The Boss Baby: Back in Business / bosi bavshvi: kvlav samsaxurshi (qartulad)
მისი ძმისა და თანამზრახველის დახმარებით ბეიბი ბოსი ცდილობს დააბალანსოს ცხოვრება სამსახურსა და ოჯახში ...
↧
პლოი: შენ არასოდეს იფრენ მარტო (ქართულად) / PLOEY: You Never Fly Alone / ploi shen arasodes ifren marto (qartulad)
სიუჟეტის ცენტრშია პატარა ჩიტი – ოქროსფერი მეჭვავია, სახელად პლოი, რომელმაც ფრენა ვერ ისწავლა. ზამთარი ახლოვდება, და პლოიმ ფრენის სწავლა უნდა იჩქაროს, რადგან ძალიან მალე მთელი მისი იჯახი თბილ ქვეყნებში გაფრინდებიან. მოკლედ პლოის ტყეში დარჩენა მოუწევს, სადაც ბევრი სირთულე და საფრთხე არსებობს, რომელიც ისინი ძირითადად მტაცებელ ცხოველბთანაა დაკავშირებული, რომლებიც უარს არ იტყოდნენ პატარა ჩიტის ჭამაზე. თუმცა, ტყეში პლოის მეგობრებიც ჰყავს, რომლებიც მას ბევრ რამეში დაეხმარებიან. ეს სერიოზული გამოცდა იქნება პოლისთვის, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა და მეგობრების დახმარების იმედი მას, ყველაფერთან გამკლავებას შეაძლებინებს, როგორც ამბობენ – მთავარია არ დანებდე ...
↧
↧
მარნის სამყარო / Marnies Welt / marnis samyaro (ქართულად)
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი სამი გადარეული ბოროტმოქმედის ძაღლის, მამალის და ვირის შესახებ, რომლებიც მართლსმაჯულებას გაურბიან. ამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საყვარელი და გულუბრყვილო შინაური წითური კატა სახელად მარნია, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ქუჩაში და რეალურ ცხოვრებაზე მხოლოდ ის იცის, რისი ნახვა მხოლოდ ტელევიზორში შეიძლება..
↧
დიდი გამყინვარება: შობა (ქართულად) / Ice Age: A Mammoth Christmas / didi gamyinvareba: shoba (qartulad)
სიდის მორიგი სახალისო ისტორია ამჯერად შობის დღესასწაულს უკავშირდება ...
↧
ოლაფის გაყინული თავგადასავალი (ქართულად) / Ola's Frozen Adventure / olafis gayinuli tavgadasavali (qartulad)
მას შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრე სახლში დაბრუნდა და სამეფოს კარიბჭე კვლავ გაიღო, ოლაფი გადაწყვეტს დებს ელზას და ანას შობის დღესასწაულის მოწყობაში დაეხმაროს. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ელზა სიმართლეს გაუმხელს ანას, რომ მათი მშობლების გარდაცვალების შემდეგ სადღესასწაულო ტრადიცია არასოდეს ყოფილა. დების სანუგეშოდ, ოლაფი და სვენი საოცარი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში წასვლენ, რათა დღესასწაულის დაწყებამდე ორი დისთვის იპოვონ ლამაზი ტრადიცია ...
↧
სერჟანტი სტუბი: ამერიკელი გმირი (ქართულად) / Sgt. Stubby: An American Hero / serjanti stubi: amerikeli gmiri (qartulad)
ნამდვილი ამბავი სერჟანტი ძაღლის სტუბის შესახებ, რომელმაც ტიტული, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირობისთვის მოიპოვა. უსახლკარო ლეკვი ახალგაზრდა, კეთილშობილი ჯარისკაცის ხელში აღმოჩნდა და მალევე მისივე დანაყოფის წევრის სტატუსი მიიღო. ლეკვი საფრანგეთის ფრონტზე აღმოჩნდა, სადაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა, დაჭრილებს ეხმარებოდა და ამხელდა ჯაშუშებს ..
↧
↧
პრინცი დრაკონი (ქართულად) / The Dragon Prince / princi drakoni (qartulad)
ანიმაცია შექმნილია აარონ ეჰასზის და ჯასტინ რიჩმონდის მიერ, მოგვითხრობს ამბავს ორი პრინცის შესახებ, რომლებიც მჭიდრო კავშირს აბამენ მათთან მოსაკლავად მიგზავნილ ელფთან .
↧
რალფი ტეხავს ინტერნეტს (ქართულად) / Ralph Breaks the Internet / ralfi texavs internets (qartulad)
2012 წლის კომედიური ანიმაციის გაგრძელება კომპიუტერული თამაშის პერსონაჟ-გმირზე ; მოუხერხებელი გოლიათი რალფი, რომელიც დაიღალა მისი მეორეხარისხოვანი როლით. ექვსი წლის გასვლის შემდეგ, როდესაც მთავარი გმირის სათამაშო ავტომატს Wi-Fi როუტერს დაუკავშირებენ, რალფი მის პატარა მეგობარ გოგონასთან ერთად მათი კომპიუტერული თამაშის გადარჩენას გადაწყვეტს, ოღონდ ახლა უკვე, ახალ დონეზე ; ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში. იქ ისინი ისეთ ქაოს მოაწყობენ, რომლის წარმოდგენაც არავის არ შეუძლია
↧
დამბო (ქართულად) / DUMBO / dumbo (qartulad) 2019
უმბო პატარა სპილოა, რომელიც დიდი ყურებით დაიბადა, რის გამოც თავდაუჯერებელია. მაგრმ მისი პატარა მეგობრის - თაგვი ტიმოტის დახმარებით იგი შეძლებს ყველანაერი სირთულეების გადალახვას...
↧
ჰილდა (ქართულად) / Hilda / hilda (qartulad)
უშიშარ, თავისუფალი სულის ჰილდას ახალი თავგადასავლები, ახალი მეგობრები და ჯადოსნური არსებები ელოდება, როდესაც იგი დატოვებს თავის სახლს - მოჯადოებულ ტყეს და სამოგზაუროდ ქალაქისკენ გასწევს .
↧
↧
ასტერიქსი და ჯადოქრების ქასთინგი / Asterix: The Magic Potion ’s Secret ( ქართულად)
ყველაფერი რეცეპტის მიხედვით მზადდება, ჯადოსური მიქსტურა თუხთუხბს ახალ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში, სახელად - ასტერიქსი: ჯადოსნური მიქსტურის საიდუმლო.
↧
პლეიმობილი: ფილმი (ქართულად) / Playmobil: The Movie / pleimobili: filmi (qartulad)
ცნობილი პლეიმობილის ბრენდის სათამაშოებზე დაფუძნებული სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ახალგაზრდა ბიჭის ჩარლის შესახებ, რომელიც მოულოდნელად პლეიმობიელების ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება. ჩარლის უეცარი გაუჩინარებით შეშფოთებული მისი უფროსი და მარლა, ძმის მოსაძებნად წასვალს გადაწყვეტს, სადაც მას საოცარ ახალ სამყაროში ფანტასტიკური მოგზაურობა ელის. გზაზე, იგი უამრავ მხიარულ გმირს შეხვდება და დაუმეგობრდება. წარმოუდგენელი თავგადასავლების დროს ჩარლი და მარლა გააცნობიერებენ, რომ ყველა სირთულის მიუხედავდ – მთავარია ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის და მაშინ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება ..
↧
სნუპის თავგადასავალი / The Peanuts Movie (ქართულად)
ანიმაცია მოგვითხრობს სნუპის და ჩარლი ბრაუნის თავგადასავლის შესახებ.
↧